იტალიაში ღამის კლუბი წყლის ქვეშ მოეწყო (ვიდეო)

იტალიაში ღამის კლუბი წყლის ქვეშ მოეწყო (ვიდეო)

კლუბური ცხოვრების მოყვარულებს იტალიაში განსაკუთრებული და უჩვეულო გარემო დახვდათ. ცნობილმა გერმანელმა და ბრიტანელმა არტისტებმა ქალაქ პადუაში მუსიკალური კომპოზიციები წყლის ქვეშ შექმნილ სპეციალურ სივრცეში შეასრულეს.

წყალქვეშა ღონისძიება სახელწოდებით „სახლის სიღრმეში“ მყვინთავების ცენტრის უზარმაზარ აუზში გაიმართა. აუზის სიღრმე 42 მეტრია, წყლის ოდენობა კი 4 მილიონ ლიტრს აჭარბებს.

ეგრეთწოდებული წყლის კლუბის სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ სპეციალური მოწყობილობით წყალქვეშაც ჩაეყვინთათ და ფერადი შოუ ენახათ.

რაც შეეხება კლუბისთვის განკუთვნლ სივრცეს, იქ იქ მოხვედრა საგანგებოდ სტუმრებისთვის განკუთვნილი ლიფტით იყო შესაძლებელი. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ ფორმის ღონისძიება ქვეყანაში არასდროს ჩატარებულა.