ახალ ზელანდიაში ოკეანემ გიგანტური მედუზა გამორიყა

ახალ ზელანდიაში ოკეანემ გიგანტური მედუზა გამორიყა

ოკეანის პირას, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდიდან 90 კილომეტრში გიგანტური მედუზა აღმოაჩინეს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. ის ცოლ-ქმარმა იპოვა, რომელიც სანაპიროზე შვილებთან ერთად მივიდა. მათ ქვიშაში ვარდისფერი, ჟელესმაგვარი უზარმაზარი არსება ნახეს.

გაირკვა, რომ ეს არსება მსოფლიოში ყველაზე დიდი მედუზა - არქტიკული ციანეაა. მისი სხეულის სიგრძე 2 მეტრია, საცეცები კი 20 მეტრამდე აღწევს. ცნობილია 36,5-მეტრიანი ციანეაც (საცეცების ჩათვლით). მისმა შეხებამ შესაძლოა კანზე გამონაყარი გამოიწვიოს, თუმცა, სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.