ამერიკელი დეველოპერი ბი ჯეი მეი "ჭკვიანმა საკეტმა" საკუთარ სახლში არ შეუშვა. "ჭკვიანმა საკეტმა", რომელიც უცხო ადამიანების შემთხვევაში კარს ავტომატურად კეტავს, ბი ჯეი მეის მაისურზე გამოსახული ბეტმენის გამო სახლის კარი არ გაუღო. ამის შესახებ დეველოპერმა თავის Twitter-ზე დაწერა.
ჭკვიანი საკეტი კომპანია Nest-ს ეკუთვნის. როგორც ბი ჯეი მეი წერს, საკეტმა მას კარი არ გაუღო: "მიზეზების გასარკვევად აპლიკაციაში შევედი, სადაც გაირკვა რომ...", - წერს დეველოპერი და ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც კარის არგახსნის მიზეზია გამოსახული - ბეტმენი.
დეველოპერი სახლში სპეციალური პინკოდის დახმარებით შევიდა.