პერუში ლეკვი დაიბადა, რომელსაც 2 თავი აქვს. ცხოველის ვიდეო Daily Mail-მა გამოაქვეყნა.
ქალაქ ბაგუაში მცხოვრები პერსი უანგალ ორტისი ამბობს, რომ დანარჩენი 5 ლეკვი დეფექტის გარეშე დაიბადა. კაცი გეგმავს ლეკვი ვეტერინარს ანახოს, რადგან მან ასწავლოს, როგორ აჭამოს უჩვეულო ლეკვს.
ორტისის თქმით, ლეკვი ქალაქში იმდენად ცნობილი გახდა, რომ მის სანახავად ადამიანები ყოველ დღე მიდიან.
ივლისში ბრაზილიაში ორთავიანი ხბო დაიბადა.