პოლ ნიუმენი დააფასეს

პოლ ნიუმენი დააფასეს

ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ ნიუმენი 83 წლის ასაკში, 2008 წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის კონგრესმა სპეციალური რეზოლუციით აღნიშნა დიდი მსახიობის დამსახურება მსოფლიო კინემატოგრაფის განვითარების საქმეში. ხაზი გაესვა მის დიდ საზოგადოებრივ ღვაწლსაც.

 

“მისი ლეგენდარული სამსახიობო ოსტატობა, ყველასათვის ცნობილი ცისფერი თვალები, იუმორის ბრწყინვალე გრძნობა და სრული მზადყოფნა შეჭირვებულთა დასახმარებლად.

 

ყველა ეს თვისება საკმარისი გამოდგა, რომ პოლ ნიუმენი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული და ცნობადი ამერიკელი მსახიობი გამხდარიყო ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში.

 

ბედნიერი ვარ, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა დღეს ამ შესანიშნავი პიროვნებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ღვაწლი ღირსეულად დავაფასეთ” – განაცხადა კონგრესმენმა ჯიმ ჯორდანმა რეზოლუციის წარდგენისას.