"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი

ჟურნალისტი გიორგი გასვიანი არ უარყოფს, რომ ქართველი გოგოების ყურადღების ცენტრშია.

"ძალიან ბევრი გოგო მწერს სოციალურ ქსელში და მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ასოციალური ადამიანი არსებობს. ჯერ გადაცემაზე მოგწერენ და მერე უცებ სიყვარულს გიხსნიან. მერე რა, რომ ცოლი არ მყავს, იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?!. ვფიქრობ, რომ ასეთებს დაბალი განვითარების დონე აქვთ. საერთოდ, ქართველ გოგოებს ურთიერთობაში შეატყობ, რომ მოსწონხარ. თუ ქართველი გოგო გეპრანჭება, ხშირ შემთხვევაში არ მოგწონს. იმიტომ კი არა, რომ გეპრანჭება, იმიტომ, რომ შემდგარი ქალი საქართველოში კაცივით იქცევა, უნდა რომ დაგჩაგროს. აი, თუ გეპრანჭება, მერე უკვე მიგაჩნია, რომ რაღაც პრობლემები აქვს, ესე იგი, არავის მოსწონს. რატომ მეპრანჭება, ესე იგი, სჭირდება რაღაც? თუმცა, გულწრფელ ურთიერთობას მაშინვე შეატყობ. ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ვიღაცას ფლირტი ურჩევნია, ვიღაცას – სერიოზული ურთიერთობა და ზოგს – პირდაპირ სექსი" - ამბობს გიორგი გასვიანი ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას.