"ეკლესიის ჯინაზე ლამის სალომე ზურაბიშვილის დაცვაზე გადასვლა, მოღალატის... არის უკიდურესი კეკელკობა და გზა მარგინალიზაციისკენ"

"ეკლესიის ჯინაზე ლამის სალომე ზურაბიშვილის დაცვაზე გადასვლა, მოღალატის... არის უკიდურესი კეკელკობა და გზა მარგინალიზაციისკენ" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მისამართით ამბობს, რომ ის პრეზიდენტი ვერ უნდა გახდეს. რაც შეეხება ეკლესიის პოზიციაზე სოციალურ ქსელში დაწყყებულ ვნებათაღელვას, გვარამია აღნიშნავს:

"ეკლესიის ჯინაზე ლამის სალომე ზურაბიშვილის დაცვაზე გადასვლა, პუტინის რეზიდენტის და მოღალატის, არის უკიდურესი კეკელკობა, პოლიტიკის გაგნებაში არ ყოფნა, დებილური კეკლუცი და უტყუარი გზა მარგინალიზაციისკენ.

სალომე ზურაბიშვილი არ უნდა გახდეს პრეზიდენტი. მორჩა და გათავდა. დანარჩენი ბოდვა და ამაოებაა"- წერს გვარამია.