საფრანგეთის პოლიცია ეძებს ოთხ ადამიანს, რომელთაც 16 სექტემბერს, სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ერთ-ერთ ღამის კლუბში 19 წლის გოგო გააუპატიურეს. ამის შესახებ BBC წერს.
მათ ჯგუფური გაუპატიურების ამსახველი ვიდეო Snapchat-ის აპლიკაციითა და Twitter-ით გაავრცელეს.
პოლიციამ ვიდეოები გავრცელებიდან მალევე წაშალა, თუმცა, ჯერჯერობით ვერ დააკავეს დამნაშავეები. სავარაუდოდ, ისინი 25-დან 30 წლამდე არიან.
სამართალდამცველებმა ძალადობის მსხვერპლი უკვე იპოვეს. გოგომ გაუპატიურება დაადასტურა. პოლიციის ინფორმაციით, გოგო ამ დროს ნასვამი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეოში ისმის ხმა, რომ ფაქტი ნამდვილად გაუპატიურება იყო. პოლიციის ინფორმაციით, ვიდეოში ისმის ხმა, როგორ მიმართავს ერთ-ერთი დამნაშავე მეორეს: „შეწყვიტე გადაღება, ეს გაუპატიურებაა“.
სამართალდამცველები ამბობენ, რომ დამნაშავეებს ეძებენ და ისინი რამდენიმე ღამის კლუბის ავტოსადგურზე დააფიქსირა ქუჩის სათვალთვალო კამერებმა.