"გული გამისკდა ეს რომ დავინახე…" – ვოლსკი ზურაბიშვილის შტაბის გახსნაზე

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გაიხსენა დღე, როდესაც სალომე ზურაბიშვილს საკუთარი საარჩევნო შტაბის გახსნა აქციისა და შეძახილების ფონზე მოუწია.

"გული გამისკდა რომ დავინახე - ახალგაზრდა, განსაკუთრებით გოგონები, ქალბატონები, რომლებიც იმ დღეს, სალომე ზურაბიშვილის შტაბის პრეზენტაციის დროს მოადგნენ ამ ტერიტორიას და ხელში ბანერებით და შეძახილებით…  რომელი უფროს თაობის ადამიანები არაიან, რომლებმაც ახალგაზრდებს შთააგონა რომ ასეთი ბანერებით შეიძლება მიიტანო შეტევა ადამიანზე მაშინ, როდესაც არათუ არგუმენტები არ გაქვს, პირიქით, საპირისპირო არგუმენტები ბევრი არსებობს. უბედურებაში ვართ გახვეული და ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება იმისა, რომ ამ უბედურებას თავი დავაღწიოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.