"ეკლესია მონასტრების მოლოცვებს ძალიან დიდ დროს უთმობს, იმისთვის რომ ეკლესიისგან მიეღო სრული მხარდაჭერა" - პეტრე კოლხი ზურაბიშვილზე

პეტრე კოლხი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმაურება რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს პოლიტიკაში ჩარევის და პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს.

“ გვინდა არ გვინდა ეკლესია პოლიტიკის ნაწილია. მინდა სალომე ზურაბიშვილის გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენც საზოგადოების ნაწილი ვართ და ჩვენც გვყავს ოჯახები და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რა ცვლილელები მოხდება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მის მიერ გაკეთებული განცხადება არ მგონია იყოს გონივრული.

ქალბატონო სალომეს მინდა შევახსენო, როგორც კი დაიწყო ეს წინასაარჩევნო კამპანიები ის ეპარქიებში დადის და ეკლესია მონასტრების მოლოცვებს ძალიან დიდი დროს უთმობს. მაშინ კითხვა მაქვს,  აქამდე არ არსებობდა ეკლესია მონასტრები, არ არსებობდა ღმერთი, არ ჰქონდა რწმენა თუ ეს ყველფერი დღეს იმისთვის სჭირდება, რომ ეკლესიისგან მიეღო სრული მხარდაჭერა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ეკლესიას აქვს თავის პოზიცია“ - განაცხადა პეტრე კოლხმა ,,ტვ პირველის' ეთერში.