Bitfury-მ ბიტკოინის მაინინგისთვის ახალი მოწყობილობა წარადგინა (ვიდეო)

Bitfury-მ ბიტკოინის მაინინგისთვის ახალი მოწყობილობა წარადგინა (ვიდეო)

Bitfury ჯგუფმა ბიტკოინ-მაინინგის ახალი მოწყობილობა წარადგინა, რომელიც ASIC ჩიპით არის აღჭურვილი. ჩიპი (Clarke) ბიტკოინის გამომუშავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ეფექტურია. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

Bitfury ჩიპს ბიტკოინის გამოსამუშავებლად თავის მაინინგ ცენტრებში გამოიყენებს, რომლებიც განთავსებულია კანადაში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და საქართველოში. ასევე იგეგმება ჩიპების რეალიზაცია.

Bitfury Clarke ASIC-ის სიმძლავრე 120 გიგაჰეშია წამში (GH/s); ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი კი 55 მილიჯოულია ერთ გიგაჰეშში (mj/GH). Bitfury Clarke-ს, სულ მცირე, 0.3 ვოლტი ელექტროენერგიის გამოყენებაც შეუძლია.