თამრიკო ჭოხონელიძე:

თამრიკო ჭოხონელიძე: "სხვა რომ საუბრობს ჩემს მაგივრად, უცნაურია...ჯერჯერობით არავის მხარდამჭერი არ ვარ"

სხვა რომ საუბრობს ჩემს ნაცვლად უცნაურია. ჯერჯერობით არავის მხარდამჭერი არ ვარ" - ამის შესახებ თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა.

„ შეცდომების გამოსწორების საშუალება ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ვის დავუჭერ მხარს, ამ საკითხზე არ ჩამოვყალიბებულვარ. ვფიქრობ, ბევრ მინუსებს და პლიუსებს ვნახულობ, მაგრამ არ ჩამოვყალიბებულვარ.

არაფერს გამოვრიცხავ. რადგან ერთი რაც მინდა ვთქვა, უკვე აღმაშფოთებელი გახდა ამდენი დაირისპირება და ზიზღი. ეს ყველაფერი უნდობლობას ბადებს, ამდენი უნდობლობა კი არ შეიძლება. ადამიანმა შეიძლება შეცდომების გამოსწორების ხარჯზე უამრავი სიკეთე გააკეთოს. ყველა კანდიდატს პატივს ვცემ, მაგრამ ჩამოყალიბებული არ ვარ.

-„ნაციონალური მოძრაობის" ხსენებაც არ მინდა საერთოდ, ბევრი ცუდი ახსოვს მისგან ქვეყანას, თუმცა კარგიც გვახსოვს. თუ ქვეყნის სასიკეთოდ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ, ამას დაინახავს ხალხი, მერე საპარლამენტო არჩევნებიც მოდის და ვნახოთ რა მოხდება" - აღნიშნა ჭოხონელიძემ „რეიტინგთან" საუბარში..

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გახდა.