სოციალურ ქსელში თამარ ივერი, სალომე ზურაბიშვილის შესახებ წერს.
"ერთი „რეალური“ პრეზიდენტობის კანდიდატი რატომღაც ჯერჯერობით არ კადრულობს საქართველოს დაბა-სოფლების შემოვლას და ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრას. ალბათ ეშინია ძროხის ფუნაში არ ჩაადგას ფეხი, ბოსლის სუნმა არ შეაწუხოს ან მის „შანელის“ კოსტიუმს შარაგზის ტალახი არ მიესხას. ანდა რა საჭიროა ამ „სუნიანი“ სოფლების დავლა და მოსახლეობასთან პროგრამაზე საუბრით ყელის გადაღლა, როცა ათონელის სასახლეში მისი საყვარელი ყვავილები უკვე შეკვეთილია და „დივან-კრესლოს“ ფერი და კაბინეტში სურათები უკვე შერჩეულია…" - წერს თამარ ივერი.