აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად დაზარალებულებს მაიკლ ჯორდანმა $2 მილიონი გადაურიცხა

აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად დაზარალებულებს მაიკლ ჯორდანმა $2 მილიონი გადაურიცხა

ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა 2 მილიონი გადაურიცხა აშშ-ში ქარიშხალ „ფლორენსის“ შედეგად დაზარალებულებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

"ჩემთვის ძალიან რთულია იმის დანახვა, რომ ქარიშხალი "ფლორენსი" ჩრდილოეთ კაროლინასა და მიმდებარე ტერიტორიებს დაატყდა თავს", - განაცხადა ჯორდანმა.

სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ბოლო ერთ დღეში მაშველებმა 400-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

საფრთხეშია ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინა, მერილენდი, ვირჯინია და ვაშინგტონი. 11 სექტემბერს ქარიშხლის გამო აშშ-ის დედაქალაქსა და რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობას შესაძლოა „კატასტროფული" შედეგები მოჰყვეს.

დაღუპულთა რიცხვმა 30 ადამიანი შეადგინა.