"ვითხოვ ლეგალიზებას!" - ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას სოციალურ ქსელში განიხილავენ

ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი სიმ­ღე­რა გა­ნა­თავ­სა, სა­ხელ­წო­დე­ბით „ლე­გა­ლი­ზე­ბა“. ვი­დეო, რო­მე­ლიც ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას ეხე­ბა, „იუ­თუბ­ზე“ დღეს არის ატ­ვირ­თუ­ლი, „ფე­ის­ბუქ­ზე“ კი რე­პერ­მა, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 სა­ა­თის წინ გა­ა­ზი­ა­რა მი­ნა­წე­რით - "ლე­გა­ლი­ზე­ბა მშვი­დო­ბის­თვის".

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი სიმ­ღე­რის ტექ­სტში აღ­ნიშ­ნავს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­ათ, მო­წე­ვის გამო წლებს ცი­ხე­ში ატა­რე­ბენ და სა­ჭი­როა, ლე­გა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს.

თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ბე­რას ახა­ლი სიმ­ღე­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ნიშ­ნე­ბად მი­ი­ღო. რე­პე­რის ახალ ნა­მუ­შე­ვარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ და წე­რენ, რომ ეს ხმა­მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დია.

„რა იწ­ვევს თა­ო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბას? და დე­მო­რა­ლი­ზე­ბას? ბა­რი­გე­ბი კლა­ვენ იმ­დენ ხალ­ხს, ვი­თხოვ ლე­გა­ლი­ზე­ბას“ - მღე­რის ბერა.

სიმ­ღე­რა სრულ­დე­ბა ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ფი­ზი­კო­სის, ნილ დეგ­რას ტა­ი­სო­ნის გან­ცხა­დე­ბით, რომ ალ­კოჰო­ლი ლე­გა­ლუ­რია და მან შე­იძ­ლე­ბა მეტი ზი­ა­ნი მო­გა­ყე­ნოს, ვიდ­რე მო­წე­ვამ.