"ბახტაძემ ვაშინგტონში ბევრი ლანძღა ზურაბიშვილი... დაიწუწუნა,ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს,როცა დაასახელესო"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ბახტაძის აშშ-ში ვიზიტზე და სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე წერს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მამუკა ბახტაძემ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დახურულ შეხვედრაზე გალანძღა:

„ე.წ პრემიერი ბახტაძე ვაშინგტონში მიავლინა ივანიშვილმა,ოლიგარქის იმიჯის გამოსასწორებლად. გუშინ ანალიტიკურ ცენტრ AEl ში ქონდა დახურული შეხვედრა,სადაც ვერ მოითმინა და ბევრი ლანძღა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი,მოღალატე ზურაბიშვილი.თან დაიწუწუნა,ჩემი აზრი არ გაითვალისწინეს,როცა დაასახელესო“- წერს მიხეილ სააკაშვილი.