ნიკა გვარამია:

ნიკა გვარამია: "ჩემი შვილისთვის რომ ექნა ეს, კაცი იქნებოდა თუ ქალი, ხელიდან ვერ გამომგლეჯდნენ... "

ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც მასწავლებელმა მე-5 კლასელ ბიჭს ვარცხნილობის გამო შეურაცხყოფა მიაყენა, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და განათლების ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია ეხმაურება:

“ამის გამკეთებელი მასწავლებელი უწიგნური ნაძირალაა და სანაგვეზეა მისი ადგილი, სკოლაში კი არა. ჩემი შვილისთვის რომ ექნა ეს, კაცი იქნებოდა თუ ქალი, ხელიდან ვერ გამომგლეჯდნენ, არც მეტი, არც ნაკლები.

რაც შეეხება სკოლას, ამ შემთხვევაზე უკიდურესი რეაგირება თუ არ მოახდინა, მთელი ადმინისტრაცია უნდა დაითხოვოთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პატივისცემით,

ყოფილი განათლების მინისტრი”- წერს ნიკა გვარამია.