აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტა, რუსეთის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ ევროპულ საქართველოში,- ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც უიტმორმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი ხდება.
4 აპრილს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთისთვის. ინიციატივას ოფიციალური მოსკოვიც გამოეხმაურა.
პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 16 სექტემბერს გაემგზავრა.