მაკა ზამბახიძე საავადმყოფოში მოხვდა - რას ყვება ოჯახის ახლობელი

მაკა ზამბახიძე საავადმყოფოში მოხვდა - რას ყვება ოჯახის ახლობელი

მომღერალი, მაკა ზამბახიძე საავადმყოფოში მოხვდა. ჩვენი ინფორმაციით, მომღერალმა ოპერაცია გაიკეთა. ოჯახის ახლობლის თქმით, მაკას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, მაკამ მინი ოპერაცია გაიკეთა. ექიმები მომღერალს კიდევ სამ დღეს კლინიკაში დარჩენას ურჩევენ. ჩვენ მაკასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, გასაგები მიზეზის გამო, მან ჩვენს ზარს არ უპასუხა.

22 სექტემბერს მაკას „ნონსტოპთან“ ერთად კონცერტი აქვს დაგეგმილი კლუბში „დორს“. უკვე რამდენიმე თვეა მაკას და ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მანამდე ყველაფერი დალაგდება და მაკას და „ნონსტოპის“ კონცერტს ლაივში შემოგთავაზებთ „პრაიმ ტაიმი“.