რუმინეთი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაბლოკად რეფერენდუმს გამართავს

რუმინეთი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დასაბლოკად რეფერენდუმს გამართავს

რუმინეთში 6-7 ოქტომბერს რეფერენდუმი გაიმართება, სადაც ადგილობრივები კონსტიტუციაში ქორწინების განმარტების ჩანაწერის დეტალურად გაკეთებას მოითხოვენ. ადგილობრივების თქმით, უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტში უნდა იყოს მითითებული, რომ ქორწინება ქალისა და კაცის ერთობაა, რითაც ისინი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაბლოკვას შეეცდებიან. ამის შესახებ Euronews-ი წერს. 

ამისთვის კოალიციურმა ძალებმა 3 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს. 

გამოცემის ინფორმაციით, რუმინეთში რამდენიმე პოლიტიკოსი ღიად უჭერს მხარს ერთნაირსქესიანთანთა ქორწინების დაკანონებას. 

უფლებადამცველი ჯგუფები საზოგადოებას ბოიკოტისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ ადამიანის უფლებები რეფერენდუმზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. 

რუმინეთის კანონმდებლობის მიხედვით, კონსტიტუციის შეცვლა პრეზიდენტის, მთავრობის, დეპუტატების მეოთხედის ან სულ მცირე 500 ათასი მოქალაქის სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

უამრავ ევროპულ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია.