პენტაგონმა რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის კიბერსაფრთხეებად დაასახელა

პენტაგონმა რუსეთი და ჩინეთი აშშ-ის კიბერსაფრთხეებად დაასახელა

პენტაგონმა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში მთავარი საფრთხეები დაასახელა. ამ სიაში კი რუსეთი და ჩინეთიცაა. ამის შესახებ Fox-ი წერს.

„ამერიკელ ხალხზე ზეგავლენის მოსახდენად რუსეთი კიბერსივრცეში ინფორმაციულ ოპერაციებს ატარებდა. ეს ჩვენი დემოკრატიული პროცესისთვის გამოწვევაა“, – წერია პენტაგონის დოკუმენტში. ჩინეთთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ოფიციალური პეკინი ამერიკის ხელისუფლების და კერძო სექტორის წარმომადგენლების საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კიბერთავდასხმამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელების ელ-ფოსტას მიაყენა ზიანი. 

2017 წელს კიბერთავდასხმებმა მსოფლიო 600 მილიარდი დოლარით აზარალა, რაც გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 0.8% არის. 2014 წელს კიბერშეტევების შედეგად მიყენებული ზარალი მსოფლიოში 445 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.