ჰოლივუდის დიდების ხეივანში ამერიკელ მსახიობ ჯეკ ბლექის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს.
საზეიმო ცერემონიას დღის გმირთან ერთად მისი მეგობრები ტიმ რობინსი, რიჩარდ ლინკლეიტერი, მაიკ უაიტი და კეილი გრასი ესწრებოდნენ.
"გეგონათ იმისთვის მოვედი, რომ პენსიაზე წასვლა მეცნობებინა, არა მე ვაგრძელებ მუშაობას“ - ამ სიტყვებით ჯეკ ბლექმა დამსწრე საზოგადოებას და თაყვანისმცემლებს მადლობა გადაუხადა.