ლონდონის მუზეუმში იშვიათი ძვირფასეულობა გამოფინეს

ლონდონის მუზეუმში იშვიათი ძვირფასეულობა გამოფინეს

ლონდონის მუზეუმში მასონების ძვირფასეულობა გამოფინეს. ექსპოზიცია ჯერ მედიისთვის გაიხსნა და ის 150 ნივთს მოიცავს. ამის შესახებ Yorkshirepost-ი წერს.

კოლექციაში სხვადასხვა ქვეყანაში, დიდი ბრიტანეტში, ინდოეთში, ზამბიაში, ჩილეში შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მასონების ლოჟის წარმომადგენლეთა ორდენები და ძვირფასეულობაა თავმოყრილი.

მათ შორისაა ნივთები, რომლებიც არტურ კონან დოილს და რედიარდ კიპლინგს ეკუთვნოდა.

გამოფენა დამთვალიერებლისთვის ლონდონის მუზეუმის მასონთა დარბაზში 20 სექტემბერს გაიხსნება.