ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შვილის, უმცროსი კრიშტიანუ რონალდუს ამბიციების შესახებ განაცხადა.
„ვიმედოვნებ, კრიში, ჩემი შვილი ისეთივე იქნება, როგორიც მისი მამიკოა. ის ამბობს, რომ იქნება ჩემზე უკეთესი, თუმცა, ვფიქრობ მიხვდება, რომ ეს ცოტა არ იყოს რთულია“, - განაცხადა ფეხბურთელმა.
აგვისტოში ფორვარდმა გაამხილა, როგორ ზრდის თავის ვაჟს. „ის ზუსტად ისეთი გახდება, როგორიც მე ვარ. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ამაში.“
უმცროსი კრიშტიანუ 8 წლისაა. ის ფეხბურთელს სუროგატი დედისგან ჰყავს.