კალიფორნიისა და ტეხასის უნივერსიტეტების ფსიქოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანია გაარკვიონ, რა მიაჩნიათ ქალებსა და კაცებს ყველაზე ცუდ სექსუალურ გამოცდილებად. ამის შესახებ Bild-ი წერს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქალები როგორც წესი შემთხვევით სექსზე (One night stand) ღელავენ, კაცები კი გაშვებულ შანსებზე.
ამასთან, რესპონდენტთა 24%-ს ერჩივნა ქალიშვილობა უფრო შესაფერის პარტნიორთან დაეკარგა, 23 % კი ღალატის გამო დარდობს.
გამოკითხულ ქალთა 20 % ნანობს, რომ ინტიმურ კავშირს ძალიან სწრაფად დათანხმდა.
კაცების შემთხვევაში კი პირიქით აღმოჩნდა: მათ უკვირთ, რატომ უნდა ინანონ შემთხვევით სექსზე. ისინი პირიქით, ყველაზე მეტად იმას ნანობენ, რომ წარსულში სექსის შანსები არ გამოიყენეს. რესპონდენტი კაცების 27% ბრაზობს საკუთარ თავზე, რადგან მათი თქმით, ახალგაზრდობაში მორცხვები იყვნენ და ასევე არ ერთვებოდნენ სექსუალურ თავგადასავალში, როდესაც მარტოხელები იყვნენ.
როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ქალებისა და კაცების შეფასებებში ასეთი სხვაობის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ წარსულში სექსს ორივე სქესისთვის განსხვავებული შედეგები ჰქონდა.