კატალონიის პოლიციამ „ქართული მაფიის“ 15 წევრი დააკავა. ესპანური მედიის ცნობით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა და მათ ბრალად ედებათ ბარსელონაში ათეულობით ბინისა და სახლის გაქურდვა.
დაკავებულთა შორის არის 53 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ესპანეთში, სავარაუდოდ ყალბი პასპორტით ჩავიდა და კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობდა ალიკანტესა და სევილიაში. ცნობილია, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდია“.
პოლიცია ასევე განაგრძობს დაპატიმრებული პირების თანამზრახველების ძებნას.
ვიდეომასალაში, რომელიც ესპანურმა პრესამ გაავრცელა, ჩანს გოჩა მაისურაძე, მეტსახელად „გოგიტა“, რომელიც ესპანური მედიის ცნობით, კატალონიაში ჟერარდ პიკესა და შაკირას სახლის გაქურდვაშია ბრალდებული.