მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს საქალაქო სასამართლოში უჩივის. ბურჭულაძე დავითაშვილისგან ბოდიშის მოხდას პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ითხოვს.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა დღეს საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბურჭულაძე, ბოდიშთან ერთად, დავითაშვილისგან, კომპენსაციის სახით, 25 ათას ლარს ითხოვს.
„კობა დავითაშვილმა საჯაროდ დასდო ბრალი პაატა ბურჭულაძეს ბავშვების ფულის მოპარვაში. მან განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე იპარავდა ფონდ იავნანაში საქველმოქმედო მიზნით შესულ თანხებს და იდებდა ჯიბეში. გარდა იმისა, რომ ეს განცხადება წარმოადგენს სიცრუეს და ცილისწამებას, ის არის მიზანმიმართული PR-კამპანიის ნაწილი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის დისკრედიტაციის მიზნით,“ - განაცხადა ადვოკატმა.