YouTube-ი ფულის გამომუშავებას სულ უფრო მეტ მომხმარებელს სთავაზობს

YouTube-ი ფულის გამომუშავებას სულ უფრო მეტ მომხმარებელს სთავაზობს

YouTube-არხებს, რომლებსაც სულ მცირე 50,000 გამომწერი მაინც ჰყავთ ვიდეო პლატფორმა დამატებით შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ Engadget-ი წერს. 

აქამდე თუ სერვისი მხოლოდ 100,000 მომხმარებლიან არხებზე იყო გათვლილი, ახლა ვიდეო პლატფორმა კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს ფულის გამომუშავებას სთავაზობს. 

Google-ის კუთვნილი ვიდეო პლატფორმა მომხმარებლებსაც არ ტოვებს უყურადღებოდ და ფასიანი არხის გამოწერისას დამატებითი emoji-ებითა და სხვადასხვა სიურპრიზებით აჯილდოებს. 

პრიორიტეტული არხი ახალი სერვისით მომხმარებელს დამატებით ვიდეოებზე წვდომის საშუალებას აძლევს, სანაცვლოდ კი გამომწერი ყოველთვიურად 4,99 დოლარს იხდის. აქედან 70%-ი არხის ავტორის კულთვნილებაა, დანარჩენი 30% კი YouTube-ის.