ყველასთვის ცნობილია, რომ სასექსის ჰერცოგინია Suits-ის ვარსკვლავად ყოფნის პერიოდში მოდის კვირეულების აქტიური სტუმარი გახლდათ. მეგან მარკლი ხშირად იწონებდა თავს გემოვნებიანი ჩაცმულობითა და დასამახსოვრებელი ლუქებით. იმის გათვალისწინებით, რომ LFW-ზე მას ვერ ვიხილავთ (ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია) გადავხედოთ სასექსის ჰერცოგინიას ჩაცმულობებს მოდის კვირეულებზე სამეფო ოჯახის წევრობამდე.
სასექსის ჰერცოგინიას მოდა ყოველთვის უყვარდა და ჩვენებებზე Tory Burch-ს, Hervé Leger-სა და Misha Nonoo-ს სამოსს ხშირად ირგებდა.