კესარია: ,,აი, ამ ქალბატონმა შემქმნა, ჩემი უსაყვარლესი დედიკო”

კესარია: ,,აი, ამ ქალბატონმა შემქმნა, ჩემი უსაყვარლესი დედიკო”

კესარია აბრამიძის დედის ფოტოები სოციალური ქსელების ყურადღებას ხშირად იქცევს. ამჯერად მომღერალი ლელა წურწუმია აქვეყნებს კესარიას დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს და წერს:

,,კესარიას დედა… აი, ვის ჰგავს და რატომაა ასეთი ლამაზი”

კესარიაზე ხშირად საუბრობენ, რომ მას სახეზე ბევრი პლასტიკური  ოპერაცია აქვს გაკეთებული, რასაც უარყოფს. მან სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა, წარწერით:

,,ათასი sms მომდის, სად რა გავიკეთე. აი, ამ ქალბატონთან გავიკეთე ყველაფერი. მან შემქმნა. ჩემი უსაყვარლესი დედიკო”.

კესარიას დაც ჰყავს, რომელსაც ასევე გამოირჩევა გარეგნობით.

კესარია ყოველთვის აღნიშნავს, რომ საუკეთესო ოჯახი ჰყავს და ისინი მუდამ მის გვერდით არიან.

მალე ის ტრანსგენდერ ქალთა სილამაზის კონკურში საქართველოს სახელით წარდგება და ამ შემთხვევაშიც ოჯახის წევრების დიდი მხარდაჭერა აქვს. ტრანსგენდერ ქალთა სილამაზის კონკურსი ბარსელონაში ოქტომბერში ჩატარდება.

,,სარკესთან’’ ის საუბრობს, რომ კონკურსზე ნაციონალური ტანსაცმლით გავა.
-ნაციონალური ტანსაცმლით უნდა წავრდგე. ვიკერავ ტრადიციულ სამოსს, სადაც ჩემი ქვეყნის სახე იქნება წარმოდგენილი.

კონტრაქტში ასევე წერია შენი ქვეყნის რაიმე ისტორიული სუვენირი, რომელიც მოგცემს შესაძლებლობას, ისაუბრო შენი ქვეყნის ისტორიაზე. ყანწის ან რაღაც მსაგვსის წაღებას ვაპირებ, – უთხრა ,,სარკეს” კესარიამ.