1 მი­ლი­ო­ნი კი­ლოგ­რა­მი

1 მი­ლი­ო­ნი კი­ლოგ­რა­მი "კუ­ჭე­ბი" ნიკიტა ხრუშჩოვისთვის - როგორ იწყებოდა "ხინკლის კუჭების ბიზნესი?

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-ი­ა­ნი წლე­ბი­დან. სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რად ყო­ფი­ლა მა­შინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ცე­კას გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ქარ­თველ­თმო­ძუ­ლე ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვი. რო­დე­საც სუფ­რა­ზე მის­თვის ხინ­კა­ლი მი­ურ­თმე­ვი­ათ, აუხ­სნი­ათ, რომ კუ­ჭის შეჭ­მა არ იყო სა­სურ­ვე­ლი. აბა, რას უშ­ვე­ბით ამ­დენ ხინ­კლის კუჭ­სო? უკითხ­ავს ნი­კი­ტას ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ცე­კას იმ­ჟა­მინ­დე­ლი პირ­ვე­ლი მდივ­ნის­თვის. ნა­გავ­ში ვყრი­თო, უპა­სუ­ხია ალა­ლად ვა­სილ პავ­ლო­ვიჩს. ნი­კი­ტა ვაგ­ლა­ხად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლა და იქ­ვე, გვერ­დით მდგო­მი თა­ნა­შემ­წი­სთ­ვის "კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი" და­ვა­ლე­ბა მი­უ­ცი­ა.

მცი­რე ხნის შემ­დეგ, თა­ნა­შემ­წეს ხრუშ­ჩო­ვის­თვის წა­რუდ­გე­ნია "ე­კო­ნო­მი­კუ­რი" გა­ან­გა­რი­შე­ბის შე­დე­გი.

აღ­მოჩ­ნდა, რომ 5-მი­ლი­ო­ნი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იჭ­მე­ბო­და 250 მი­ლი­ო­ნი ცა­ლი ხინ­კა­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ნა­გავ­ში გა­დაყ­რი­ლი ხინ­კლის კუ­ჭე­ბის სა­ერ­თო წო­ნა 1 მი­ლი­ონ კი­ლოგ­რამს აღე­მა­ტე­ბო­და.

ნი­კი­ტა სა­შინ­ლად აღ­შფო­თე­ბუ­ლა: სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­წლი­უ­რად ათას ტო­ნა­ზე მეტ პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ხორ­ბალს ნა­გავ­ში ყრი­სო! ნი­კი­ტას აღ­შფო­თე­ბამ მა­ლე­ვე გა­მო­ი­ღო სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი: სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთლი­ა­ნად შე­უწყ­ვი­ტეს თეთ­რი ფქვი­ლის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი მი­წო­დე­ბა...