აკა მორჩილაძის „ობოლე“ გერმანულად გამოიცა

აკა მორჩილაძის „ობოლე“ გერმანულად გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე გამოიცა აკა მორჩილაძის „ობოლე“.

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ნათია მიქელაძე-ბახსოლიანმა იმუშავა. წიგნი გერმანულმა გამომცემლობამ, Mitteldeutscher Verlag-მა გამოსცა.

„ობოლე“ რომანია, რომლის მთავარი გმირი ირაკლი, მურის ციხისთავების შთამომავალი, მაგრამ გათბილისელებული ბიჭია. ბიჭი ორი დღით ჩადის ერთ პატარა დაბაში ბაბუისეული სახლის ჩატეხილი სახურავის შესაკეთებლად და თავგადასავალიც იწყება.

რომანმა 2012 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო რომანისთვის.

ივლისში აკა მორჩილაძის „მამლუქი“ გამოიცა გერმანულად.

უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2018 წლის მესამე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ 31 საერთაშორისო პროექტი დაფინანსდება.