ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულმა მირზა სუბელიანმა დღეს გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მას პატიმრობაში ყოფნა სურს და მოსამართლეს მიმართა, რომ აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალოს.
"არ მსურს აღკვეთის ღონისძიება შემეცვალოს, მსურს დავრჩე პატიმრობაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას დაესვას წერტილი, მოგეხსენებათ, ამ საქმეზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესია. ეს არ არის პოპულარიზაციის მიზნით გაკეთებული განცხადებები. ეს უდიდესი ტკივილია, ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს"- განაცხადა განაცხადა სუბელიანმა.
პროკურატურის ყოფიილი მაღალჩინოსნის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების 99 პროცენტი მის სისხლის სამართლის საქმესთანშემხებლობაში არარის.
ამის მიუხედავად სუბელიანი ამბობსმ რომ "მტკიცებულებებს სადაოდ არ ხდის".
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.