მექსიკის ქალაქ ტლახომულკო-დე-სუნიგას ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელშიც 157 ადამიანის ცხედარი იყო. ტელეკომპანია TeleSur-ის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მექსიკის პროკურატურას ეკუთვნოდა და ის მინდორში ადგილობრივი მორგის გადატვირთულობის გამო დატოვეს.
ცხედრებით სავსე სტვირთო ავტომობილთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ძლიერმა უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს ახალი მორგის შენებლობა, რომელშიც 700-მდე ცხედარის განთავსება იქნება შესაძლებელი. მშენებლობის დასრულება თვენახევარში იგეგმება, მანამდე კი ცხედრები დროებით საცავებში იქნება გადატანილი, მათ შორის მაცივრებით აღჭურვილ სატვირთო ავტომანქანებშიც.
მორგების გადატვირთულობა ქვეყანაში არსებულმა კრიმინალურმა მდგომარეობამ გამოიწვია, მექსიკაში გასულ წელს 300 000 ადამიანი მოკლეს, რაც 1997 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.