ყატარელმა შეიხმა, თამიმ ალ თანმა თურქეთის სახელმწიფოს $500 მილიონად შეფასებული კერძო თვითმფრინავი, Boeing 747-8i აჩუქა. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შეიხმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ თურქეთი თვითმფრინავის შეძენით იყო დაინტერესებული.
ოპოზიციონერი დეპუტატები ერდოღანს აკრიტიკებენ, ტყუილში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა კერძო თვითმფრინავი საკუთარ თავს უყიდა და მასში თურქი ხალხის ფული გადაიხადა.
თურქეთს ყატართან თბილი ურთიერთობები აქვს. ეს ქვეყანა ეგვიპტურ „მუსლიმთა საძმოს“ მხარს უჭერდა და ყატარის მიერ მათ შეფარებას დადებითად აღიქვამდა. ირანთან ერთად თურქეთი ყატარის საქონლით მომარაგებით უზრუნველყოფაში ერთ-ერთ პოტენციურ ქვეყანად მოიაზრება.
გასულ წელს თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ყატარში არსებულ ახლო აღმოსავლეთში პირველ თურქულ სამხედრო ბაზაზე სამხედროთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს. ივლისში კი, თურქული ლირის გადასარჩენად, ყატარის ამირა ერდოღანს 15 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დაჰპირდა.