"სახელმწიფო რეკეტის კლასიკური მაგალითი"- ენმ "იბერიას" საქმეზე ახალ სკანდალურ ჩანაწერებს აფასებს

ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ საქმეში ახალი სკანდალური ჩანაწერების "სახემწიფო რეკეტს" უწოდებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი. 

„ეს ჩანაწერი არის სახელმწიფო რეკეტის კლასიკური მაგალითი. სახელისუფლებო კორუფციაში ჩართულია, პრაქტიკულად, ხელისუფლების არაფორმალური და ფორმალური ვერტიკალი. თუ ადრე ჩანაწერებში ისმოდა კონკრეტული მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის გვარი, ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მართავს ამ პროცესებს დააყაჩაღებს ბიზნესს,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.