ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ სტატუსს აქვეყნებს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროვოკაციაზე საუბრობს.
სარალიძის ინფორმაციით, მისთვის ცნობილი პირის დავალებით, ჟურნალისტებს ურეკევენ და ჩანაწერებს ასმენინებენ.
"მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტებს ურეკავენ და ასმენინებენ ჩანაწერს, სადაც თითქოსდა მე ვსაუბრობ ფულზე !
კატეგორიულად მოვითხოვ: გაასაჯაროვეთ ჩანაწერის სრული ვერსია! ვიცი, ვინც დგას ამ ბინძური პროვოკაციის უკან!
გელოდებით - მე ვარ ომში და ეს ომი არის სიმართლისთვის !
და ომი იქნება გამარჯვებამდე !"- წერს სარალიძე.