მადრიდის მეტროში მგზავრს ვაგონში ზურგჩანთაში ჩადებული ლეპტოპი აუფეთქდა. ხალხმა ეს ტერორისტულ აქტად მიიჩნიეს, რამაც მასობრივი პანიკა გამოიწვია. მგზავრებმა მატარებელი პირველივე გაჩერებისას დატოვეს. რამდენიმე მათგანი მსუბუქად დაშავდა, ნოუთბუქის აფეთქებისას გავრცელებული კვამლის გამო ზოგიერთი მოიწამლა და დაშავებულია მისი პატრონი ქალიც.
პოლიციამ უკვე დაადასტურა, რომ შემთხვევას ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.