ამერიკული კომპანია Coca-Cola შეიძლება გახდეს კიდევ ერთი სამრეწველო გიგანტი, რომელიც თავის წარმოებაში მარიხუანას გამოიყენებს და მასზე დაფუძნებულ უალკოჰოლო სასმელების წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ამ ეტაპზე Coca-Cola მოლაპარაკებებს აწარმოებს მარიხუანას კანადურ მწარმოებელ კომპანია Aurora Cannabis Inc-სთან, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებულია რაა.
სავარაუდოდ სასმელებში გამოყენებული იქნება კანაბიდიოლი - კანაბინოიდების ჯგუფის ერთ-ერთი ნივთიერება, ის შედის კანაფში, თუმცა ფსიქოაქტიური ეფექტი არ გააჩნია.
როგორც გამოცემა წერს, სასმელებიც მწარმოებლები კანაფს როგორც მოდურ ინგრედიენტს ისე ამატებენ, რადგან ტრადიციული სასმელების ბაზარი სტაგნაციაშია.