სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ 2007 წელს, რუსეთის მიერ წითელუბნის დაბომბვას საქართველოს აბრალებდა - რას წერს გავლენიანი გამოცემა

სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ 2007 წელს, რუსეთის მიერ წითელუბნის დაბომბვას საქართველოს აბრალებდა - რას წერს გავლენიანი გამოცემა "Stratfor"-ი

2007 წლის 6 აგვისტოს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი წითელუბანი, რომლის მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა რუსეთის სამხედრო საფრენი აპარატის მიერ. მაშინდელმა საგარეო უწყებამ 7 აგვისტოსვე საქმის კურსში ჩააყენა საქარველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.დიპლომატებს ასევე გადაეცათ შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რადარის მონაცემები, სადაც დაფიქსირებულია საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი.

ცნობისათვის, ეს ხდება ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ერთი წლით ადრე. ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში. 

რატომ დაინტერესდა გავლენიანი ამერიკული გამოცემა Stratfor-ი წითელუბნის ფაქტით და კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილით?

აღნიშნული კომპანია ცნობილია, როგორც სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გამოცემა, რომელიც სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებს სხვადასხვა მიმართულებით. ის იკვლევს ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს და ამის შემდეგ აქვეყნებს ანგარიშს, რომელსაც იყენებნ დასავლური ქვეყნების სადაზვერზვო სამსახურები.

"Stratfor"-ის მიერ გმოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში საუბარია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ 2007 წელს, წითელუბრნის ინციდენტიდან მალევე აცხადებდა, რომ ეს იყო ქართული მხარის მიერ მოწოყობილი პროვოკაცია, რომელიც რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ჩატარებაში ხელს უშლიდა.
"რუსეთს აქვს ჩვენს მიმართ აგრესია, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო ქართული ძალოვანი უწყბების მიერ მოწყობილი სპექტაკლი. ისინი ამ სქემებს იყენებენ" - ამბობდა სალომე ზურაბიშვილი 2007 წლის 7 აგვისტოს რადიო იმედთან ინტერვიუში, რაც შემდეგ უკვე სტრატფორის ანალიტიკოსების მიერ იქნა გამოქვეყნებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი მხრიდან ეს არის კლასიკური ტიპის ღალატი, რომელზეც გავლენიან ამერიკულ გამოცემაშია საუბარი. ყოფილი მინისტრისთვის პარადოქსია, როცა ქართული ჯარის მთავარსარდლობა სურს ქალბატონს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ოკუპანტთან ომის დაწყებაში ადანაშაულბს.

"ამ დოკუმენტში წერია, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს სალომე ზურაბიშვილმა რადიო იმედთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს თვითმფირნავმა დაბომბა ქართული ტერიტორია 2007 წელს. სტრატფორი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ქარული ტერიტორიის დაბომბვა განხორციელდა ქართული თვითმფრინავის მიერ, რათა პრობლემები შეუქმნას რუსეთს სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით.

ეს არის უტყუარი ფაქტი. ის ნარატივი, რომ საქართველოს ხელისუფლება ბომბბავდა თურმე თავის მოსახლეობას, სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო გამოყენებული 2007 წელს, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ის პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ეს იყო ქართული თვითმფრინავი და იქ იჯდა ქართველი მფრინავი. როგორი პარადაოქსულიც არ უნდა იყოს, დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ ადამიანი, რომელიც აბრალებდა ქართველ მფრინავებს, რომ ისინი ბომბავდნენ ქართულ ტერიტორიას იმისათვის, რომ პრობლემები შეექმნათ სოჭში, დღეს ცდილობს გახდეს საქარველოს ჯარის მთავარსარდალი. დამიანს, რომელსაც უნდა ქართული ჯარის ხელმძღვანელობა, ეს მოღალატე ქალბატონი ჩვენ ჯარს, 2008 წლის ომამდე აბრალებდა საკუთარი მოსახლეობის დაბომბვას. ამ დოკმენტის შემდეგ, ნუთუ დარჩება ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მისცემს ხმას? - აცხადებს შაშკინი "ნიუპოსტთან".
მისი აზრით, 2007 წელს ეს იყო რუსეთის მხრიდან ტესტი, გამოჩნდებოდნენ თუ არა საქარველოში პოლიტიკოსების, რომლებიც რუსულ აგრესიას საქართველოს დააბრალებდნენ. შაშკინი ამბობს, რომ რუსეთის ამ ტესტში სწორედ სალომე ზურაბიშვილი გამოვლინდა და 2008 წელს უკვე ფართომასშტაბიანი შეტევა გაახორცილა საქართველოს წინააღმდეგ

"რუსეთმა, ჩემი აზრით 2007 წლის 6 აგვისტოს დატესტა, არიან თუ არა საქართველოში პოლიტიკოსები, რომლებიც უნამუსოდ გამოვიდოდნენ და რუსეთის მიერ ქართული სოფლის დაბომბვას ქართულ ჯარს დააბრალებდნენ. ეს ტესტი ჩაატარა და 2008 წელს უკვე განახორციელა ფართომასშტაბიან შეტება, რადგან იყო დარწმუნებული, საქართველოში ასეთი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის სახით არიან." - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.