კურტ კობეინი დააფასეს

კურტ კობეინი დააფასეს

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ჯგუფი “Nirvana”-ს ლიდერი კურტ კობეინი მშობლიურ ქალაქში კიდევ ერთხელ დააფასეს.

 

კობეინი აშშ-ის, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ აბერდინშია დაბადებული. ამ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს ხიდი, რომლის დასახელებაა Young Street Bridge.

 

მუსიკოსის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს ნაგებობა აღნიშნა კობეინმა თავის კომპოზიციაში “Something in the Way”, რომელიც 1991 წელს გამოშვებულ ალბომში “Nevermind” შევიდა.

 

მიმდინარე წლის 27 ივლისს, ქალაქ აბერდინის საქალაქო საბჭო შეიკრიბება და ამ ხიდისათვის კურტ კობეინის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელებს.

 

ამ იდეას მრავალი მომხრე ჰყავს, მაგრამ არიან მოწინააღმდეგეებიც. მათ მიაჩნიათ, რომ “Nirvana”-ს ლიდერის ბიოგრაფიის არასახარბიელო ეპიზოდებმა შეიძლება ქალაქ აბერდინის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში  ქალაქ აბერდინში კობეინის ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლი დაიდგა

.

ამ სკულპტურულ ქმნილებას კურტ კობეინის ლეგენდარული გიტარა “Fender Jag-Stang”-ის ფორმა აქვს. ძეგლზე შემდეგი სიტყვებია ამოკვეთილი: “One more special message to go and then I'm done and I can go home” – ციტატა “Nirvana”-ს პოპულარული კომპოზიციიდან “On a Plain”.