მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით კი ეს დიეტა კარგად მოქმედებს მათზე, ვინც მას მკაცრად იცავს. ის სასარგებლოა გულისთვის, ძვლებისთვის, ტვინისა და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის. თუმცა სპეციალისტებმა ხმელთაშუა ზღვის პროდუქტების დიეტის შესახებ ახალი ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ახალი კვლევის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის დიეტა სიცოცხლეს მაშინაც კი ახანგრძლივებს, თუ ადამიანი 65 წლის ან მეტის არის.
ხმელთაშუა ზღვის დიეტა, ძირითადად, მცენარეულ საკვებს მოიცავს, ასევე შედის მცირე რაოდენობით მჭლე ხორცი და ქათამი, კერძების უმეტესობა კი ბოსტნეულისგან ხილისგან, პარკოსანი მცენარეებისგან, არარაფინირებული მარცვლებისგან, ზეითუნის ზეთისა და თევზისგან შედგება.
კვლევისას იტალიის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ ასაკოვან ადამიანებს დააკვირდნენ, რომლებშიც დიეტის დაცვის გამო, კვლევის შედეგების თანახმად, 25%-ით შემცირდა სიკვდილიანობის რისკი.
კვლევაში 65 წლის და უფრო მეტი ასაკის მქონე 5200 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევაში ისინი 2005-2010 წლებში ჩაერთნენ, სპეციალურ დიეტას კი 2015 წლის 31 დეკემბრამდე იცავდნენ.