ბრენდმა 4moms გამოუშვა აკვანი სახელად mamaRoo, რომელიც დედებს ჩვილების დაძინებაში ეხმარება. ეტლი დედის რწევის იმიტაციას აკეთებს და პატარას სიმყუდროვეს უქმნის, რაც მას ადვილად ჩაძინებაში ეხმარება. როგორც აკვნის შემქმნელები ამბობენ, მას რწევის 5 რეჟიმი აქვს. აკვანი ნაზად არწევს პატარას და ამშვიდებს მას. აკვანზე მუშაობის დროს, კომპანიამ შეისწავალა როგორ არწევენ მშობლები თავიანთ პატარებს და ამის მიხედვით შეიმუშავა 5 მოძრაობის რეჟიმი. აკვანი მობილური აპლიკაციით იმართება. ის ბლუთუზის მეშვეობით უკავშირდება სმარტფონს. აპლიკაციის მეშვეობით მშობელს შეუძლია დაარეგულიროს აკვნის რხევის სიჩქარე და ხმა. აკვანს მოყვება სპიკერები, რომელთა მეშვეობით მშობელს შეუძლია პატარას სასურველი მუსიკა ჩაურთოს და მოასმენინოს.
როგორც წესი, ჩვილი ბავშვების დაძინება ბევრი მშობლისთვის რთული პროცესია. პატარები ხშირად ჭირვეულობენ და ეღვიძებათ. აკვანს აქვს 5 რეჟიმი (მანქანის მოძრაობის იმიტაცია, კენგურუ, ხის რხევა, ტალღების ეფექტი და ტრადიციული რწევა). როგრც ამბობენ, მას აქვს 5 სიჩქარე და 4 ტიპის გახმოვანება. აკვნის სავარძელს რამდენიმე პოზიცია აქვს, შესაბამისად შეგიძლიათ ის დაარეგულიროთ სასურველ სიმაღლეზე და კომფორტულად მორგოთ ბავშვს. აკვნის თეთრეული ადვილად იხსნება და ირეცხება. აკვანს ასევე მოყვება სათამაშოები პატარა რომ გაართოს. როგორც ამბობენ, სხვა აკვნებისგან განსახვავებით mamaRoo შედარებით პატარა ადგილს იკავებს და კომპაქტურია. მისი თან წაღება და გამოყენება ყველაგნ შეგიძლიათ. იდეის ავტორების თქმით, მშობელს შეუძლია სხვა საქმით დაკავდეს მანამ სანამ აკვანი პატარას არწევს და ამავდროულად მშვიდად იყოს. აკვანი მრავალფუნქციურია, გარდა იმისა რომ ის ბავშვს თავისით აძინებს, მას ასევე შეუძლია პატარა გაართოს და მუსიკა მოასმენინოს როცა დედა დაკავებულია.