ლუკაშენკომ მთავრობის ზოგიერთი წევრი ლოთობის გამო მოხსნა

ლუკაშენკომ მთავრობის ზოგიერთი წევრი ლოთობის გამო მოხსნა

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა და ერთ-ერთ მიზეზად ხელმძღვანელი პირების ლოთობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ბელტა" ავრცელებს.

"მე ხომ არ გაკონტროლებთ თქვენ, ვისთან ერთად სვამთ, დადიხართ აბანოში, ლაპარაკობთ, შეგერგოთ. თქვენ ხართ ხელმძღვანელები და ეს ყველაფერი ისედაც უნდა იცოდეთ. მაგრამ რაც შეეხება ლოთობას, უნდა იცოდეთ ზომა, ასევე ის თუ ვისთან, სად და რამდენი დალიოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა, რომ ეს სიტყვები ეხება "ბევრ ჩინოსანს და არა მხოლოდ იმათ, ვინც ხელისუფლებაშია".

18 აგვისტოს, ლუკაშენკომ საკადრო ცვლილებები განახორციელა და ამის მიზეზად მთავრობის ზოგიერთი წევრის მხრიდან პრეზიდენტის განკარგულებებისადმიგულგრილი დამოკიდებულება დაასახელა. 

საკადრო ცვლილებების შესახებ მოთხოვნა ლუკაშენკომ 14 აგვისტოს დააყენა.