ჯგუფი “Blondie” ლონდონში

ჯგუფი “Blondie” ლონდონში

ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ცნობილი ამერიკული ჯგუფი “Blondie” ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება და 13 ივლისს, ლონდონის Somerset House-ს  დარბაზში კონცერტი ჩაატარა.

 

კონცერტზე ჯგუფმა შეასრულა როგორც საკუთარი რეპერტუარი, ასევე ჯგუფი “Beastie Boys”-ის ცნობილი კომპოზიციის “Fight for Your Right To Party”-ის საკუთარი ქოუვერ ვერსია.

 

ეს კომპოზიცია ჯგუფმა “Beastie Boys”-მა 1986 წელს ჩაწერა და შევიდა ალბომში “Licensed to Ill”. თავის დროზე ის ჰიტად იქცა და როგორც ამერიკულ, ასევე ბრიტანულ ჰიტ-პარადებში დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა.

 

თავად ჯგუფმა “Blondie” ერთი კვირის წინ კონცერტი ჩაატარა ამერიკულ ქალაქ რიჩმონდში, შემდეგ კი პორტუგალიურ ლისაბონში.

 

ჯგუფი “Blondie” 1974 წელს ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა. პირველი სამი წლის განმავლობაში მისი შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა, სანამ 1977 წელს საბოლოო სახე არ მიიღო: ვოკალისტი დები ჰარი, ბას-გიტარისტი კრის სტეინი, გიტარისტი ტომი კესლერი, კლავიშებზე დამკვრელი მატ კატც-ბოჰენი, მედოლე კლემ ბურკე, ბას-გიტარისტი ლეიჯ ფოქსი.

 

მსოფლიოში პოპულარობა 1978 წელს მოიპოვა, როდესაც გაყიდვაში გამოვიდა მათი სტუდიური ჩანაწერი “Parallel Lines”. 1978 წელს ჩაწერილი  სინგლი “Heart of Glasses” დღემდე ერთ-ერთ პოპულარულ კომპოზიციად ითვლება.

 

1982 წელს ჯგუფი დაიშალა, მაგრამ 1998 წელს ერთად მუშაობა ისევ გააგრძელეს.

 

ჯგუფი “Blondie”-ს ბოლო ალბომი “Panic of Girls” მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა.