საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, ვაჟა კაკაბაძე „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის სიტყვებზე „ეს რა უბედურებაა? სადაც გავიხედე ყველგან მაკკეინის გლოვა და ყვავილების მიტანა" - წერს:
„ქალბატონო ნინო, თქვენს სიტყვებს გავიმეორებ: „პოლიტიკამ არ იცის მეგობრობა"; და, დავამატებ: ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, მაგრამ თქვენს წასვლას ამ ქვეყნიდან ქართველი ხალხი, არ ვიცი, იდარდებს თუ იზეიმებს. მაპატიეთ ასეთი მკაცრი მოსაზრებისათვის, მაგრამ, როცა მახსენდება ლექსი - ვეფხვისა და მოყმის, სახელდობრ შემდეგი სტრიქონები:
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!
და, რომელიც ყველა ქართველის სულშია გამჯდარი, ეჭვი მიჩნდება თქვენს ქართველობაში, ქალბატონო ნინო ქართველთა წესია ღირსეული მტერის დატირებაც და არა მხოლოდ მეგობარის" - წერს ვაჟა კაკაბაძე.