ქეთი დოლიძე:

ქეთი დოლიძე: "ეს ქვეყანაა, თუ ნათელაშვილისნაირი ნაძირალას საპარპაშო?!"

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილს გამო მიმართვას აქვეყნებს:

"ივმართავ საქართველოს ყველა კინემატოგრაფისტს, უკლებლივ, კინოსტუდია “ქართულ ფილმს”, სიკო დოლიძის დაარსებულ კინოკავშირს! მივმართავ პრემიერ მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს!!!

ეს ქვეყანაა, თუ ნათელაშვილისნაირი ნაძირალას საპარპაშო?! გაეცით პასუხი უზნეო შალვა ნათელაშვილს მამაჩემის ხსოვნის შეურაცხყოფის გამო! 1937 წელს, კინემატოგრაფისტები იყვნენ ის ხალხი, რომელთაც არასდროს, არაფერი შეშლიათ! სიკო დოლიძე იყო უმწიკვლო ადამიანი!!!

რა ზნედაცემული უნდა იყო, დიდ რეჟისორს რომ ეს დააბრალო! სასამართლოში მიბრძანდები, უზნეო კაცო”– წერს ქეთი დოლიძე.