ხუთმა ნიღბიანმა თბილისის ცენტრიდან მოქალაქეს BMW X5 გასტაცა

ხუთმა ნიღბიანმა თბილისის ცენტრიდან მოქალაქეს BMW X5 გასტაცა

ფირუზ ცეცხლაძე თვლის, რომ ქვეყანაში 1990-იან წლები ბრუნდება. 

რამდენიმე დღის წინ, მოქალაქეს ხუთმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა იარაღი შუბლზე დაადეს, მოკვლით ემუქრებოდნენ, BMW X5-დან გადმოსვეს და მისივე ავტომობილით მიიმალნენ.

ბათუმელი ფირუზ ცეცხლაძეს თბილისიდან მამაკაცი შეუთანხმდა, რომ მისგან მანქანას იყიდიდა.

ცეცხლაძემ აღნიშნულ მამაკაცს ავტომობილი გადაუგფორმა, რის შემდეგაც მამაკაცმა ცეცხლაძეს უთხრა, რომ ფულს სახლში მისცემდა. ვაშლიჯვარში თანხის ასაღებად მისულ ავტომფლობელს კი უკვე ხუთი შეირაღებული ნიღბიანი დაახვედრა და მანქანა გაიტაცეს.

სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს ცეცხლაძესა და მისი ბიძას, რომლებიც ავტომობილიდან ჩამოსვეს და იქვე დატოვეს.

დაზარალებული იხსენებს, რომ ხუთი თავდამსხმელიდან ნიღაბი მხოლოდ სამს ეკეთა. ორს კი სახე ცხვირსახოცით ჰქონდა დაფარული. ცეცხლაძის ინფორმაციით, ის ორი მისი ნაცნობები იყვნენ, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ის პირი, რომელსაც რამდენიმე საათის წინ მანქანა გადაუფორმა.

საგამოძიებო ორგანომ თავდამსხმელებიდან მხოლოდ ორი პირის დაკავება მოახერხა, გატაცებულ ავტომობილს კი ვერ მიაგნო.