ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟს 16-მა პირმა მიმართა. გამოძახებები გუშინ, 25 აგვისტოს და დღეს დილით დაფიქსირდა. აღნიშნული პირებიდან 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, დანარჩენებს კი სამედიცინო მომსახურება ადგილზე გაეწიათ.
ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოდან 3 პაციენტი გუშინვე გაეწერა, 2 მათგანი კი ისევ სტაციონარში რჩება და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაეწერებიან.
რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს, ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რის გამო დასჭირდათ ფესტივალის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება.