ორი დღის წინ ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა დეივ ბოუიმ საკუთარ საიტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. მუსიკოსმა რეპერ დიჯეი ელექტრონიკის ახალ პროექტში მონაწილეობა სასტიკად იუარა.
რამდენიმე თვის წინ ამერიკულ მუსიკალურ მას-მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ცნობილი რეპერი დიჯეი ელექტრონიკი ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგა.
ამ დისკის ჩაწერა რეპერი Jay-Z-ის ხმის ჩამწერ სტუდიაში ხორციელდებოდა.
ორიოდე კვირის წინ დიჯეი ელექტრონიკმა საკუთარ საიტზე გაავრცელა ცნობა, რომ ახალი ალბომის ჩაწერის პროცესში დეივ ბოუისთან აქტიურად თანამშრომლობს.
ამ ხმებმა ცნობილი მუსიკოსის ყურამდეც მიაღწია და მან ეს ყოველივე კატეგორიულად უარყო.
თავად დეივ ბოუის უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი 2003 წლით არის დათარიღებული. იმ წელს მისი ალბომი “Reality” ბრიტანულ ჰიტ-პარადებში მესამე პოზიციამდე ავიდა.